ანტიმუსულმანური ფილმის „ისლამის უცოდველობის“ პროდიუსერი დაკავებულია. ინფორმაციას, ამის შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ, 55 წლის ბასელი ნაკულა პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლების პირობის დარღვევისთვის დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, პროდიუსერის დაკავებას ფილმის შექმნას არ უკავშირდება. მას ბრალი სამართალდამცავების მოტყუების მცდელობაში დასდეს და დამნაშავედაც სცნეს. ამერიკული მართლმსაჯულების ვარაუდით, ნაკულა მიმალვას აპირებდა, მიმალვის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის სკანდალური ფილმია, რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა.
ცნობილია, რომ ნაკულა კალიფორნიაში რამდენიმე წლის წინ, ფინანსური მაქინაციებისთვის აიყვანეს. პირობითი სასჯელი- სსპეციალური ნებართვის გარეშე ინტერნეტითა და ფსევდონიმით სარგებლობას უკძალავდა.
ლოს-ანჯელესის ფედერალურმა სასამართლომ დაკავებული ამერიკული მართლმსაჯულების მოტყუების მცდელობაში დამნაშავედ ცნო და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის მიმალვას აპირებდა.
ფილმი „ისლამის უცოდველობა“, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. კადრები სოციალურ ქსელებში 11 სექტემბერს გავრცელდა. მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები ფილმს მუჰამედისთვის შერაცხმყოფელად მიიჩნევენ.