დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მხილებული კიდევ ორი პირი დააკავა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებული არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.