ზაქარია ქუცნაშვილი: ხელისუფლება ხმის სანაცვლოდ გაჭირვებულ ოჯახებს ბინებს სთავაზობს

ზაქარია ქუცნაშვილი: ხელისუფლება ხმის სანაცვლოდ გაჭირვებულ ოჯახებს ბინებს სთავაზობს

კოალციია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გაჭირვებულ და უსახლკარო ოჯახებს, ხმების სანაცვლოდ, ბინებს სთავაზობს.

„ხელისუფლებამ ხუთსართულიანი კაპიტალური შენობა არჩევნებისი წინ გაარემონტა, ეს არის ყოფილი საავადმყოფოს შენობა. მათივე განცხადებით, ეს ბინები გადაეცემათ იმ ოჯახებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ გვაქვს 42 ადამიანის სია, რომელთაც ჭერი თავზე არ გააჩნიათ. ჩვენ ვითხოვთ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ობიექტურად გაანაწილებს ბინებს მათზე, ვისაც საცხოვრებელი სახლი ნამდვილად არ გააჩნია. საცხოვრებელი ბინა უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა ვისაც თავზე ჭერი არ აქვს და არა მხოლოდ მათ, ვინც დღევანდელი ხელისუფლების მეხოტბეა“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.