კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას მეუღლის მაკა ლობჟანიძის განცხადებით, ინტერნეტით გავრცელებული მიმართვა მის მეუღლეს ხონში ჩააწერინეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში, „ქართული ოცნების“ გვერდზე გავრცელდა. მისი თქმით, მეუღლე ორი დღის წინ ნახა და მას შემდეგ არაფერი იცის მასზე.
„მიმართვა, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ბესოს ხონში ჩააწერინეს. როგორც ვიცით, დილით ხონში დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს“ -აცხადებს ლობჟანიძე.
წინასწარი ინფორმაციით, სურმავას ოჯახის წევრები უფრო დეტალური განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავენ.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მისი უსაფრთხოების სამსახური კოალიციის ლიდერების საუბრების აუდიოჩანაწრებს აკეთებდა.