დავით ონოფრიშვილი: ჩვენს აქტივისტებს კასპის ქუჩებში დღისით ესხმიან თავს

დავით ონოფრიშვილი: ჩვენს აქტივისტებს კასპის ქუჩებში დღისით ესხმიან თავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი დავით ონოფრიშვილი კასპში კოალიციის აქტივისტებისა და შტაბის წევრების წინააღმდეგ, ტერორზე საუბრობს. ეს განცხადება ონოფრიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ხელისუფელბის მხრიდან ტერორი გრძელდება ჩვენი აქტივისტების, კოალიციის წევრებისა თუ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც „ქართული ოცნების“ მაისური აცვიათ. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო,რაც კასპის მუნიცაპლიტეტში კვირა დღეს თათბირი გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის წევრების გარდა,  გორიდან ჩამოსული და ადგილობრივი პოლციიის ჩინოსნები მონაწილეობდნენ. მინდია აფციაური და კიდევ ერთი პიროვნება, მეტსახელად „კონტარა“, აქტიურობენ  ძალიან, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში კასპში პირდაპირ ქუჩებში სცემენ ხალხს და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს პოლციელი მალხაზ ბარნოვი, რომელიც ფორმით დადის. კასპის პოლიცია კი დღისით-მზისით, კასპის ქუჩებში  გამართულ  ხელჩართულ ბრძოლებზე თვალს ხუჭავს“,-აცხადებს ონოფრიშვილი.