სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასჯეალაღსრულების N19 დაწესებულებაში 25 სექტემბრიდან 30-მდე მსჯავრდებულმა შიმშილობა გამოაცხადა.
აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც სახალხო დამცველის რწმუნებულიები იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს გაესაუბრენ.
„მათი თქმით, 2012 წლის 25 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა 30-მდე მსჯავრდებულმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ამჟამად N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე.