ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგს იწყებს

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგს იწყებს

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგს იწყებს.

კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, არჩევნების წინ,  კიდევ ერთხელ გადამოწმდება,  შესაბამისობაშია თუ არა კომისიის მიერ შესწორებული ერთიანი სია იმ სიასთან, რომლითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 1 ოქტომბერს იხელმძღვანელებენ.

მისი  განმარტებით, ძირითადი აქცენტი სამი მიმართულებით გაკეთდება - კომისიის მიერ შემოტანილი სტატუსი „იმყოფება საზღვარგარეთ“ სიებში ნამდვილად უნდა ფიქსირდებოდეს,  ცალკე რეგისტრატორთან უნდა იყოს რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთა სია, ასევე, კომისიის მიერ სიიდან ამოღებული გარდაცვლილები კვლავ სიაში არ უნდა აღმოჩნდნენ.

სამაგიდო სიები თბილისის გარდა,  საქართველოს ყველა რეგიონში შერჩვითობის პრინციპით გადამოწმდება.

სიების მონიტორინგი 1 ოქტომბერსაც განხორციელდება.