ფილარმონიასთან დღეს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული ბოლო აქცია დღეს გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია ფილარმონიასთან დღეს 17.00 საათზე გაიმართება და იგი ბოლო შეკრება იქნება არჩევნებამდე.
მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა, არჩევნების შემდეგ აქცია ახალი ძალით განახლდება. მოთხოვნები კი, ყველა იმ პირის დასჯა და პასუხისგებაში მიცემაა, ვინც პარიმართა წამებასთან არის კავშირიში.
სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს გვიან ღამით დაიწყო, მას შემდეგ რაც შსს-მ და რამდენიმე ტელეკომპანიამ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა.