აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აღავლენს.
ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაულისა და თბილისის კურთხევასთან დაკავშირებით გამართული საზეიმო პარაკლისის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა სრულიად საქართველო და მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა და მათ სამების საკათედრო ტაძარში გადაადგილებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, მრევლი სასულიერი პირების წინამძღოლობით მეტეხის ხიდზე 100 ათასი ქართველის წამების ადგილზე ოთხი ადგილიდან ერთდროულად დაიძრა, სადაც საზეიმო პარაკლისი შესრულდა.
პარაკლისში მონაწილეობა ათობით სასულიერო პირმა და მრევლმა მიიღო.