გორის რაიონის სოფელ კარალეთში ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბი გაიხსნა.
კლუბი სოფელ პატარა გარეჯვრის საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა, სადაც პროექტის ორგანიზატორებმა მისი გარემონტება და მოწყობა შეძლეს, შეიძინეს კომპიუტერული ტექნიკა და სასწავლო ლიტერატურა.
პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ლიტერატურულ კლუბს 400 წიგნი გადასცა. პროექტი ახლაგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია "კრეატივ კლუბისა" და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.