სპეცრაზმელების თბილისში, სამეგრელოსა და აჭარაში საეჭვო გადაადგილებების შემდეგ, ინფო9-ის ჟურნალისტებმა კიდევ ერთ ქალაქში, ზესტაფონში დააფიქსირეს სპეცრაზმელების გადაადგილება.
მითუმეტეს, საეჭვოა ეს გარემოება, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება.
ჟურნალისტების გამოჩენისთანავე სპეცრაზმელებმა პოლიციის ეზოში დატოვეს აღჭურვილობა-ზურგჩანთები, ხელკეტები და ფარები და პოლიციის განყოფილებაში შევიდნენ,სადაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს და მედია პრესცენტრთან გადაამისამართეს. მოგვიანებით მათ პოლიციის შენობა დატოვეს და ავტობუსით ქალაქიდან გაემგზავრნენ.