ჯვართამაღლების დღესასწაულთან და თბილისის კურთხევასთან დაკავშირებით სასულიერი პირების მონაწილეობით მსვლელობის მონაწილეები მეტეხის ხიდზე 100 ათასი ქართველის წამების ადგილზე შეკრიბნენ.
მეტეხის ხიდზე მობრძანდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და საზეიმო პარაკლისის შესრულება დაიწყო.
პატრიარქმა ჯვართამაღლების დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.
„ჯვარის მადლი და წყალობა გფავადეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მუდამ იცავდა და დღესაც იცავს თავის წილხვედრ ქვეყანას. როცა გაუჭირდა საქართველოს ჯარს, მათ წარმოთქვეს ლოცა, „მოწყალებისა კარი გაგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“, - ბრძანა პატრიარქმა და მეტეხის ხიდზე მყოფ სასულიერო პირებსა და მრევლს ამ ლოცვის გამეორებისკენ მოუწოდა.
„ყველამ ერთად ვთქვათ ეს ლოცვა, რათა საქართველო დაცული იყოს ხილული და უხილავი მტრისაგან“, - ბრძანა პატრიარქმა.
საზეიმო პარაკლისს ათობით სასულიერო პირი და დიდი რაოდენობის მრევლი ესწრება.