ცნობილმა მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard ამერიკელი მომღერალი კეტი პერი „წლის ქალად“ აღიარა. პრიზი მას 30 ნოემბერს, ნიუ-იორკში ოფიციალურ ცერემონიალზე გადაეცემა.
გამოცემის ჟურნალისტებმა აღნიშნეს, მისი ჰიტები, რომლებმაც ამერიკულ ჩარტებში რეკორდი მოხსნა, ასევე წარმატებული ტურნე. ბოლო 100 კვირაა, პერის ალბომი „Teenage Dream“ Billboard-ის ჰიტ-პარადებს არ ტოვებს. ჩარტების წამყვან პოზიციებზე მომღერლის ერთდოულად 5 სიმღერა ლიდერობს, რაც არის რეკორდი ქალ შემსრულებლებს შორის.
„კეტი პერი მუსიკალურ ინდუსტრიაში ხუთი წელიც არაა, რაც მოღვაწეობს, მაგრამ მარტივად შეძლო მიეღწია ისეთი წარმატებისთვის, რომელიც ბევრი ცნობილი ადამიანის დებიუტს არ მოჰყოლია.
უპირობო ლიდეობა, მან სწორედ თავისი უნიკალური სტილით მოიპოვა, ამიტომ ჩვენ მას დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში საუკეთესო ქალბატონად ვაღიარებთ“-ამბობს ჟურნალის სარედაქციოს დირეკტორი ბილ ვერდი.
კეტი პერი პოპულარული 2007 წელს გახდა პირველი სინგლით „Ur So Gay“. მისი ჰიტი „I Kissed a Girl“ მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილს არერთ ქვეყანაში იკავებდა, მათ შორის, ამერიკაში, კანადაში, დიდ ბირტანეთში, ავსტრალიასა და ირლანდიაში. მუსიკოსი გახდა, მეორე შემსრუებელი მაიკლ ჯექსონის შემდეგ, რომლის ხუთი სინგლი ერთი ალბომიდან ჩარტების მწვერვალებს იპყრობდა.
ყოველწლიური დაჯილდოება მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული ქალები, ამ წელს მეშვიდედ ჩატარდება. აქამდე Billboard-ის უმაღლესი ჯილდო ნომინაციაში „წლის ქალი“ ერგო, ბიონსეს, ფერჯისა და ტეილორ სვიფტს.