თბილისის საკრებულოს წევრი, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიხიაშვილი, ასევე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი მიხეილ ქავთარაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ზოდიკო ფარქოსაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ და კოალიციას უერთდებიან.
მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა.
„ამ ადამიანებმა ღირსეული ნაბიჯი გადადგეს და ამით აჩვენეს, რომ ისინი სამშობლოს სამსახურში დგანან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.