კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ევროკომისარ შტეფან ფულესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც მან დღეს გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შტეფან ფულესა და მას შორის საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იყო.
მისი თქმით, ფულემ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდა, რომ ყველა ზომა მიიღონ და უზრუნველყონ არჩევნების მშვიდად ჩატარება.
„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა ხდება ქვეყანაში. მან მოწოდება გააკეთა ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომ ყველა ზომა მიიღონ და უზრუნველყონ არჩევნების მშვიდად ჩატარება და, ასევე, არჩევნების შემდგომი პერიოდის სიმშვიდეც უზრუნველყონ. მან ასევე განმიცხადა, რომ ბოლო პერიოდში აგორებული ამბების შემდეგ ხელისუფლებას ევროკავშირი ძალიან აკრიტიკებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება 2 ოქტომბერს დასრულდება და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
კოალიციის ლიდერის თქმითვე, დღეს საღამოს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებასთან გამართავს სატელეფონო საუბარს. ამასთან, ივანიშვილის განცხადებით,