"ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაფაროს ის კადრები, რომლებიც ციხეებში არსებულ რეალობას ასახავდა“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერები შეაფასა.
მისი თქმით, მას დაცვის წევრისთვის არასოდეს მიუცია დავალება, რომ ჩაეწერა "ქართული ოცნების" წევრების საუბრები.
„ხელისუფლება ამ მორიგი ფაბრიკაციებით ცდილობს, ხალხს ეს ამბავი დაავიწყოს და მისი გადაფარვა მოახდინოს, თუმცა ამას ვერ შეძლებს, ეს არის იაფფასიანი ფაბრიკაცია და და არასერიოზულია მასზე ლაპარაკი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.