ცესკო-სთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც დაახლოებით ათკაციანმა ჯგუფმა ცესკო-ს ის დადგენილება გააპროტესტა, რომლითაც მედიას საარჩევნო უბანზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.
მათი შეფასებით, გლდანის ციხე და ცესკო ერთი ორგანიზმია. აქციის ორგანიზატორის დავით კირკიტაძის განცხადებით, ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მედიას საარჩევნო უბანზე მუშაობის საშუალება სერიოზულად შეეზღუდა, რაც მისი თქმით იმას ადასტურებს, რომ ცესკო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
„ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების მსგავსად, ცესკო-ც მოწადინებულია ხელი შეუწყოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში. მოვუწოდებთ ცესკოს წევრებს და თავმჯდომარეს, ნუ შეუწყობთ ხელს სააკაშვილის რეჟიმის სურვილებს"- განაცხადა კირკიტაძემ.