ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია თავისი შვილის, როგორც თვითონ უწოდებს, ყოფილ მეგობრებს მოუწოდებს, რომ ნუ დაუშვებენ ქვეყანაში ძალადობას და უსამართლობას.
ამის შესახებ მან დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თავისი დანაპირები არ შეასრულა, ხალხის ნდობა ვერ გაამართლა და ამიტომ მათ ღირსეულად წასვლას თხოვს.
„მოგმართვათ მთავრობაში მყოფ ზურას ყოფილ მეგობრებს. თქვენ უღალატეთ საკუთარ გზას, რომელიც ზურასთან ერთად აირჩიეთ. დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად შექმენით ავტორიტარული, რომელშიც სუფევს უსამართლობა და ძალადობა.
თქვენ იბრალებთ ზურას მეგობრობას, ეგ იყოს თქვენის სინდისის გადასაწყვეტი. თუმცა თუ ასეა, ზურას ხსოვნის საპატივცემულოდ, აღარ დაუშვათ ძალადობა. ნუ დაყოფთ საზოგადოებას მტრებად და თქვენიანებად. ყველა ჩვენი მოქალაქე მოითხოვს არა მოჩვენებით, არამედ რეალურ უკეთესობას, ადამიანის ყველა უფლებების დაცვით. თქვენ ვერ გაამართლეთ ხალხის ნდობა, ღირეულად მაინც წადით!“, - აცხადებს რემა ჟვანია.