კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის ზვიად ძიძიგური ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის შესახებ აცხადებს, რომ ხელისუფლება ძალადობს არა მარტო საპატიმრო ადგილებში, არამედ მედიაზე, ქართულ საზოგადოებაზე და ეს არის მოძალადე ხელისუფლება და ეს სიტუაციაც და ეს ხელისუფლებაც არჩევნებზე დამთავრდეს.
„ ცოლი ქმართან ვერ დაწოლილა, ეს ხელისუფლება ყველგან კამერებით დარბის. ადამიანები სიბინძურეში ცხოვრობენ, სადაც ისინი არაფრისგან არ არიან დაცულნი. შეიძლება ადამიანმა რაღაც ხუმრობით თქვა, მაგრამ შეიძლება ისეთი აუდიოჩანაწერი გაგიკეთონ... ამიტომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. გუშინდელი ჩანაწერების არ იყო, შს სამინისტრომ ჯერ თქვა ქურდების სახელები შემეშალაო, მერე თქვა სურათები შემეშალაო, მერე თქვა საფრანგეთი რამ გააოცაო“,-აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.
ძიძიგურის განცხადებით, ეს იყო სააკაშვილის პირადი დავალება ღია ეთერში, რომელიც მან გენერალურ პროკურორ მურთაზ ხურცილავას მისცა და ეს მთელმა საქართველომ იხილა.
„საჭიროა ექსპერტიზის ჩატარება, ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, რამდენად ნამდვილია ის მასალა, რასაც ესენი აქვეყნებენ, თუმცა ამ დღეებში რამდენად მოხერხდება ექსპერტიზის ჩატარება, არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ-ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერ ფაბრიკაციას უკეთებს მასალებს და ის არაერთხელ ყოფილა ამაში მხილებული, ეს ყველაფერი კი ჩვენ არჩევნებზე უნდა დავამთავროთ“,-აცხადებს ძიძიგური.