დუშეთის გამგეობამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება ღვინით გადაწყვიტა. ჭართლის სოფლის მაცხოვრებლის სპირიდონ გიგაურის ოჯახში 68 ღვინის ბალონი მიიტანეს, რომელსაც 5 სოფელში გადაანაწილებენ. ღვინოს დოლასქედის გამგებელი გაგა გიგაური გადაანაწილებს.
ჭართლის მოსახლეობის განცხადებით, მათ ძღვენი დუშეთის გამგეობისგან მიიღეს. „ღვინო დუშეთის გამგეობიდან დარიგდა. ჩვენმა რწმუნებულმა ზაქრო ჩიტაურმა სიები შეადგინა, ვინც დაზარალდა იმის მიხედვით დაუნაწილდება ღვინო“,-აცხადებენ მცხოვრებლები.