საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვინც დღეს ხმამამღლა გაჰყვირის, მას ძალადობა და ადამიანის შეურაცხყოფა ყველაზე ნაკლებად აღელვებს.
„სამწუხაროდ ასეა. ჩვენ კი ძალიან გვანაღვლებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ხალხი, ვინც ადრე ადამიანებს სახლში უვარდებოდა, ხალხს აუთოვებდა, „ძალადობაზე ლექციებს გვიკითხავენ“.
„ეს ხალხი იძახის, რომ ჩვენ ვართ ჩარეული და ეს გვინდოდა. ჩვენ ეს წლები მოვახმარეთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძალადობა გაწეულიყო გვერდით, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ბავშვობიდან რაც მეზიზღება, ეს არის ძალადობა. ძველი სისტემის დაბრუნება უნდა დღეს ამ ხალხს. ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც ადამიანი იზომება არა იმით, რამდენად შეუძლია თავზე ხელი აიღოს, რამდენი ფული აქვს, ან მის უკან რომელი კიმინალური, ან სხვა სამყარო შეიძლება იდგეს. ადამიანი გაიზომება იმით, რამდენი აქვს ნაშრომი, ნასწავლი, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარი გარანტია, რომ ქვეყანაში იქნება წესრიგი, არის არა პოლიცია და კომფორტული ციხე არამედ, ის, რამდენად დასაქმებული იქნება ხალხი.
„როცა ხალხს საქმე აქვს, იქ ციხეებიც დაცარიელდება დ არც პოლიციას ექნება ბევრი საქმე“, - განაცხადა სააკაშვილმა.