საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახა კახიშვილის განცხადებით, ის კადრები რაც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და რომელიც გოგა ხაინდრავასა და კანონიერი ქურდების არჩევნებისთვის სამხედრო დაჯგუფების შექმნას ისახავდა მიზნად, აცხადებს, რომ საფრანგეთის ჟანდარმერია გადაწყვეტილებებს ჩვენი პოლიციისგან განსხვავებით, ვარაუდებით არ იღებს.
„საფრანგეთის ჟანდარმერია ჩვენი პოლციისგან განსხვავებით, ადამიანების მიმართ გადაწყვეტილებებს ვარაუდებით არ იღებს ხოლმე და დარწმუნებული ვარ, გოგა ხაინდრავას და იმ კანონიერი ქურდების ქმედებებში დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, ფრანგული ჟანდარმერია ამ საქმეს ისე არ დატოვებდა და ვარაუდების დონეზე არ ისაუბრებდა.
თუ მხოლოდ ეს არის მთელი კომპრომატი, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა ან შეხვედრები სადღაცას მიმდინარეობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რეალურად არანაირი კომპრომატი არ ჰქონიათ. ჩვენ ასეთი მძაფრსიუჟეტიანი ბევრი ფილმი გვინახია.ხელისუფლებას იმ სასტიკი კადრების და საშინელების გადაფარვა უნდათ,რაც საქართველოს მოსახლეობამ ნახა. ხელისუფლებას სურს, რომ ხალხმა აღშფოთება გამოთქვას იმაზე, რომ ხედავ, ამათ ქურდებთანაც აქვთ საქმე“,-აღნიშნა კახიშვილმა.