საქართველოს კალათბურთისა ნაკრებისა და NBI-ში მოთამაშე ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ზაზა ფაჩულიას განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ქრისტიანულ ქვეყანაში თუ ასეთი რამ მოხდებოდა და ქართველი ქართველს ასე მოექცეოდა, ვერ წარმომედგინა. ეს ქვეყნის პრობლემაა და ამის წინააღმდეგ მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გვერდით და ძალადობის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ კადრების ნახვის შემდეგ გული არ სტკენოდა და თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. დღეს ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. აქ ჩემს სამეგობროში მუდმივად ვსაუბრობდი ქართულ ტრადიციებზე და მათ ვეპატიჟებოდი საქართველოში, ამის შემდეგ როგორ უნდა დავიცვა თავი და გავამართლო ეს ფაქტი. რა ტურიზმსა და ინვესტიციაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. სხვა ქვეყანა რა რეაგირებას მოახდენს, ეს ნაკლებად მაინტერესებს, ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები საქართველოში არიან და მე საქართველოს ვუდგავარ გვერდში", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.