"ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ -ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას განცხადებით, ამ წუთებში მისი სახლის ირგვლივ უშიშროების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. მისი თქმით, დეპარტამენტის ერთი ავტომობილი პირდაპირ სახლის კართან, დანარჩენები კი მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული.
ხაინდრავას ინფორმაციით, მის მეუღლესთან საუბარში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აქ რაღაც ოპერაციის ჩასატარებლად იმყოფებიან.
„ეხლა მე ჩემს ოჯახში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიმყოფები. უახლოეს მომავალში გაიგებთ რას და როგორ ვაპირებ. როგორი ასაღებია ხაინდრავების სახლი ამასაც ვნახავთ“, - განაცხადა From.ge-სთან საუბარში გოგა ხაინდრავა.
რაც შეეხება „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარეს, კოკა გუნცაძეს, მისი თქმით, ხაინდრავას უშიშროების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა დაყვებიან და უთვალთვალებენ.