26 სექტემბერს, გალა გალერეა წარმოგიდგენთ ფრანგი ფოტოგრაფის, ჟან მარკ მილიეს გამოფენას სახელწოდებით „სხვადასხვა ნოველა“. პარიზში დაბადებული ჟან მარკ მილიე სხვადასხვა წლებში მუშაობდა „ვოგის“ ფოტოგრაფად, აგრეთვე თანამშრომლობდა ევროპის დიდი ქალაქების - პარიზის, ლონდონის, გლაზგოს, კოპენჰაგენის, შვეიცარიისა და დანიის პრესასთან. ამ ნამუშევართაგან შვეიცარიულ გამომცემლობაში 3 წიგნი გამოიცა: 1) ,,სილამაზის მარცვალი’’ -2001 წ; 2),, სილამაზის მარცვალი’’, (ორ ტომად) ,2004 წ.) ,,ახალი პრინცები ‘’- 2008 წ. ასევე საფრანგეთის ერთ-ერთმა გამომცემლობამ გამოსცა პორტფოლიო: „სილამაზის მარცვალი“ და „ფეხების თამაში“, 2005 წ.
ჟან მარკ მილიეს ნამუშევრები ინახება საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფრანგული ფოტოგრაფიის ისტორიის ეროვნულ კოლექციაში, ასევე მისი ფოტოები გამოფენილია ევროპასა და ამერიკაში. ახლახან ფრანგულმა გამომცემლობამ გამოსცა წიგნი საუკეთესო „ნიუს“ ფოტოგრაფების შესახებ, რომელშიც ჟან მარკ მილიე შესულია ისეთ ცნობილ ფოტოგრაფებთან ერთად, როგორიც არიან: Man Ray, Cindy Sherman, Helmut Newton, Sreff, La Chapelle etc.