საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოსკოვში იმყოფება და შეხვედრებს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან მართავს.
თუმცა, გიგა ბოკერიას მოსკოვში ყოფნას უშიშროების საბჭოში არ ადასტურებენ.
სააგენტოსთან საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს „ეს ინფორმაცია იმდენად სასაცილოა, რომ კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი“,-აცხადებს კინწურაშვილი.