მესტიაში დაკავებული კახა ჟორჟოლიანი ზუგდიდის სასამართლოში გადაიყვანეს

მესტიაში დაკავებული კახა ჟორჟოლიანი ზუგდიდის სასამართლოში გადაიყვანეს

დღეს დილით მესტიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ყოფილი თანამშრომლის ნინა ხატისკაცის მეუღლე, კახა ჟორჟოლიანი  დააკავეს. ჟორჟოლიანი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენელია.

ნინა ხატისკაცის  განცხადებით, კახა ჟორჟოლიანი  მესტიაში საკუთარ სახლთან დააკავეს.  და

და ადგილობრივები პოლიციას მისი მესტიიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მესტიაში დაკავებული კახა ჟორჟოლიანი ზუგდიდის სასამართლოში გადაიყვანეს უკვე გადაიყვანეს.

მესტიაში მობილიზებული იყო ძალოვანთა ჯგუფი,  ჟორჟოლიანის სასამართლოში გადაყვანის შემდეგ, ისინი დისლოცირების ადგილზე, მესტიის აეროპორტის სიახლოვეს, ბანაკში დაბრუნდნენ.

რაც შეეხება დაკავების მოტივს, ხატისკაცის თქმით, კახა ჟორჟოლიანი ამავე საოლქო კომისიაში ცესკო-ს წარმომადგენლის, სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს, რომელთანაც მის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება  სწორედ იმ სპეც-უბნის გახსნასთან დაკავშირებით მოუვიდა, რომელიც მესტიის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო შენაერთისთვის უნდა გახსნილიყო. ხატისკაცის ინფორმაციით, ადგილობრივმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, ვინაიდან ოპოზიცია ამ უბნის გახსნას აპროტესტებდა, სხდომა გვიან ღამით, ანუ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ჩაატარა და თან ისე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრებისთვის ამის შესახებ არ უცნობებია. სწორედ ამ სხდომაზე აღნიშნული საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ცნობილია მოგვიანებით  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მესტიის სპეცუბანი   უბანი გააუქმა.  ხატისკაცის ინფორმაციით, სწორედ ამ უბნის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება მის მეუღლესა და არჩილ სოფრომაძეს შორის.

„ჩემმა მეუღლემ, არჩილ სოფრომაძეს იმ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა, რომელთა ფონზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ ამ უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა მათ შორის შელაპარაკება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება, საქმე გვაქვს მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებასთან“,- აცხადებს ნინა ხატისკაცი.

საგულისხმოა, რომ ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და კახა ჟორჟოლიანი კი  არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე მხოლოდ დღეს დააკავეს. სოფრომაძე თავის საჩივარში წერს, რომ კახა ჟორჟოლიანმა საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობაში შეუშალა ხელი.

ნანა ხატისკაცი განმარტავს, რომ  რომ საოლქო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბნიდან გაძევებით ისჯება. მის მეუღლეს კი ბრალდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წარედგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ეს დანაშაული 100 ლარიანი ჯარიმით ან 90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება“.