"თავისუფალი საქართველოს“ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი სამხარაძის განცხადებით, გუშინ ღამე ამბროლაურის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ოფისები დაარბიეს.
„ამბროლაურის რაიონში ვანდალურად დაარბიეს „ქართული ოცნების“ რამდენიმე ოფისი, მათ შორის სოფელ ნიკორწმინდაშიც, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ჩამოხიეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბანერები და ფლაერები“,-განაცხადა სამხარაძემ და აღნიშნა, რომ „თავისუფალი საქართველო“ გმობს ამ ვანდალურ გამოხტომებს, სოლიდარობას უცხადებს „ქართულ ოცნებას“ და მოითხოვს ამ დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებას.
„ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. „თავისუფალი საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ქართულ ოცნებას“ და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა საღად მოაზროვნე პოლიტიკურმა ძალამ „ქართულ ოცნებას“ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს, რადგან ეს სცილდება ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს და იღებს ვანდალიზმის სახეს“,-აცხადებს სამხარაძე.