ლევან ჩიტაძე:  სტუდენტების ნაწილმა უგულავასგან აქციაზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღეს

ლევან ჩიტაძე: სტუდენტების ნაწილმა უგულავასგან აქციაზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღეს

"სტუდენტების ნაწილმა თბილისის მერის გიგი უგულავასგან აქციებზე პროვოკაციების მოწყობის დავალება მიიღეს”, - ამის შესახებ მოძრაობა „არას“ ლიდერმა ლევან ჩიტაძემ ფილარმონიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებეთან საუბარში განაცხადა.

ამიტომ ჩიტიძემ ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და არც ერთ პროვოკაციას არ აყვნენ.

ფილარმონიასთან უკვე შეიკრიბნენ დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეები. მათ ე.წ მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაძრული ახალგაზრდების ჯგუფიც შეუერთდება.

სავარაუდოდ, აქცია გაიმართება გლდანის ციხესთანაც. მცირე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს თბილისის იუსტიციის სახლთანაც, სადაც 6-მა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო.