ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ირგვლივ რკინის ზღუდეები შემოავლეს. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, დარბაზის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით და „ვანდალიზმის შესაძლო აქტებისგან თავდასაცავად" მიიღო.
„გარდა ამისა, მათ სურთ, სამოქალაქო პროტესტს მოარიდონ ის ადამიანები, რომლებსაც ეკონცერტებათ და ემღერებათ", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა "ვერის უბნის მელოდიებზე" დასწრების მსურველთათვის რამდენიმე დღის წინ ე.წ. "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს და მასში გამვლელებს სტვენითა და შეძახილებით "გრცხვენოდეთ" აცილებდნენ.
გარდა ამისა, ახალგაზრდების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად ბუბა კიკაბიძისა და მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავები შეღება.