ახალგაზრდების ნაწილი იუსტიციის სახლთან შიმშილის დაწყებას აპირებს

ახალგაზრდების ნაწილი იუსტიციის სახლთან შიმშილის დაწყებას აპირებს

იუსტიციის სახლთან შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილი შიმშილობის დაწყებას აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა  დაკავებული დათო ფაცაციასა და ლაშა მესხიას გათავისუფლებაა.

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან კოჭლოშვილი აცხადებს, ფაცაცია და მესხია უკანონოდ არიან დაკავებულები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ.

აქციაზე იმყოფება 50-მდე ახალგაზრდა. მათ შორის არიან სტუდენტური მოძრაობა "ივერიელების", "სტუდენტური ხმის" და სტუდენტური მოძრაობა "ქართველის" წარმომადგენლები, რომლებიც აქციას ჯერ პარლამენტთან მართავდნენ, ეხლა კი თბილისის იუსტიციის სახლის ახალ შენობასთან გადაინაცვლეს.