ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე ჭითანავას განცხადებით, მეტი ფართის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არის, ამიტომ №23 საარჩევნო უბნის, 1000-მდე ამომრჩეველს, სწორედ ამ შენობაში მოუწევს ხმის მიცემა თავისი კანდიდატისთვის პირველ ოქტომბერს.
ზესტაფონის №23 საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ირმა კვანჭოშვილის განცხადებით, ამ შენობაში შეუძლებელია არჩევნების ჩატარება.
„აქ ვერც საარჩევნო მაგიდები განთავსდება და ვერც სკამები და ვერც საარჩევნო ყუთი, შეუძლებელია რეგისტრატორის მუშაობაზე დაკვირვება და ისე რომ ხალხის მიმოსვლამ ქაოსი არ გამოიწვიოს“,-აცხადებს კვანჭოშვილი.