კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, გუშინ სასამართლომ მისი შტაბის წევრს 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა აბსოლუტურად არაფრის გამო, ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ისევ აპირებს რეპრესიული მანქანების ამოქმედებას საზოგადოებაში არსებული პროტესტის წინააღმდეგ.
„ ჩვენს შტაბში მოვიდა მოზარდი, რომელმაც გაიხადა „ნაციონალების მაისური“ და „ქართული ოცნების“ მაისურის ჩაცმა გვთხოვა. ჩვენ რა თქმა უნდა მივეცით. სახლში დაბრუნების შემდეგ, მისმა მშობელმა მილიციაში შეიტანა განცხადება, რომ მის შვილს „ქართული ოცნების“ შტაბში მას მაისური ძალდატანებით ჩააცვეს. ჩვენ რა თქმა უნდა მოსამართლეს წარვუდგინეთ ვიდეომასლა, სადაც დაფიქსირებული გახლდათ, რომ ამ მოზარდის მიმართ არანაირი ძალდატანება არ განხორციელებულა, თუმცა სასამართლომ ჩემი შტაბის წევრს 60 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ნიშანია იმის, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.