კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო დროს ზოგიერთი პატიმარი გაათავისუფლეს, რომ არჩევნების გაყალბებაში გამოიყენონ.
ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ძველი ქურდული სამყარო კლანურმა და მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა.
"თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მეტი საშინელება არ აქვთ ამათ ჩადენილი?! ჩვენ რაც ვნახეთ უმცირესი ნაწილია მათი ურიცხვი უმძიმესი დანაშაულებებისა. ისინი წლების მანძილზე აშენებდნენ ამ სისტემას. დაგითვლიათ რამდენი პატიმარია ციხეში გარდაცვლილი? - ეს შეწყდება - ჩვენ მოვალთ და აღვადგენთ სამართლიანობას - გპირდებით.
„რატომ უნდა იყოს ამდენი პრობაციონერი? მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პრობაციონერებს თავის სამსახურში ჩააყენებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ბოლო დროს ზოგიერთი პატიმარი გაათავისუფლეს, რომ არჩევნების გაყალბებაში გამოიყენონ, მაგრამ განა მათ არ ესმით, რომ სააკაშვილის თანამშრომლობა ყველა იმ ადამიანის ღალატია, ვინც საპატიმროებში დარჩა. ადამიანებო, ნუ მოემსახურებით ახალაიების კლანს და "ნაციონალურ მოძრაობას"“, - განაცხადა მან.
ამიტომ ივანიშვილმა პრობაციონერებს მიმართავს ნუ შეეშინდებათ,რადგან მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების დრო დათვლილია.
„გახსოვდეთ, რომ მრავალ თქვენგანს ძალიან მალე უნდა მოეხსნას პირობითი მსჯავრის მძიმე ბორკილები. გპირდებით, რომ თქვენ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ თავისუფალი სასამართლო გაგათავისუფლებთ", - დასძინა ივანიშვილმა.