სამართალდამცავებმა უფლებადამცველი დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადოშვილი დააკავეს. ისინი ელბაქიძის ტერიტორიაზე ავტომანქანით მოძრაობდნენ, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დაჩი ცაგურიას მეგობარი, ჯაბა ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც ცაგურიას დაკავებას მისი ბოლოდროინდელი აქტიურობით ხსნის.