ბერა ივანიშვილი ზუგდიდსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გამო აუქმებს.
„ჩემო საყვარელო ხალხო! – „მხარეები იყოფა, ვხედავ ორ არჩევანს სიმართლისთვის ბრძოლას ან სიყალბეში დარჩენას“, დღეს მთელი საქართველო განსაცდელშია. ყველა ვისაც კი ადამიანობაზე აქვს პრეტენზია, შოკშია. ეს არ არის უბრალოდ ბოროტმოქმედება, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. როცა ადამიანებს საქართველოს ციხეებში აწამებენ, მაშინ დარდის და მოქმედების დროა და არაკონცერტის.
დღეს მე სირცხვილი და აღშფოთება არ მაძლევს სიმღერის საშუალებას. სწორედ ამიტომ ვაუქმებ ზუგდიდსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს. მე ჩემს დაპირებას მაინც შევასრულებ, როცა ამის დრო მოვა და ისიც მჯერა, რომ მალე სიმღერით გავამხნევებთ ერთმანეთს. დღეს მე, როგორც რიგით ქართველს მსურს ვიყო იქ სადაც დგანან ჩემი თანატოლები, ჩემი მეგობრები და ჩემი ხალხი“.
„ვინც ეგუება ბოროტებას ის მისი ღირსია, ჩემო ძმაო, არ მითხრა, რომ ეს ქვეყანა სხვისია, ჩემი, შენი, ეს არის ჩვენი ყველას მისია, ამვენებში ქართული სისხლია!!!" - დაწერა ბერამ facebook-ის საკუთარ გვერდზე.