აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ შოთა დოლიძემ, პატიმრების წამების გავრცელებული კადრების შემდეგ თანამდებობა გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა. გუშინდლის შემდეგ მას ახლობლები ეძებენ. ამ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს, რომელსაც სტრასბურგიდან ოზურგეთელი ზურა მალაზონია დაუკავშირდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არის გატაცებული და ალბათ, კიდევაც აწამებენ. ოჯახის წევრებიც ეძებენ, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ“,-განაცხადა მალაზონიამ.