კიდევ ერთი მუსიკალური პროტესტი ქართველი მუსიკოსებისაგან, რომელიც არსებული ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგაა მიმართული. „არ წამო!“ - ასე ჰქვია მიშა მდინარაძის ახალ სიმღერას, რომლის პრეზენტაცია ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „პოლიტმეტრში" შედგა.
ეს არის მუსიკალური მანიფესტი, რომელსაც ცნობილი ქართველი მომღერლები: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, აჩიკო ნიჟარაძე, ეკა მამალაძე და სხვები ასრულებენ.