ერთ-ერთი პატიმრის მშობლის ინფორმაციით, გლდანის N8 დაწესებულების მე-3 კორპუსში პატიმრები შიმშილობენ.
ამის შესახებ მოკლევადიანი პაემნიდან გამოსულმა შალვა ნადიბაიძის დედამ, მზია ნადიბაიძემ განაცხადა.
ამასთანავე, მისი ინფორმაციით, მისი შვილის საკანში რვა პატიმარი ზის და რვავე შიმშილობს.
„პატიმართა მიმართ ზეწოლა გრძელდება, თუმცა შიშის გამო ამაზე ვერ საუბრობენ. ჩემი შვილიც ნაცემია, თუმცა ისეთ ადგილას აღენიშნება ცემის კვალი, რომ მითხრა, დედა ვერ გაჩვენებო “, - განაცხადა მან.
მზია ნადიბაიძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შევიდნენ ციხეში და შეხვდნენ მოშიმშილე პატიმრებს.