ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე სტუდენტების პროტესტს იზიარებს და მათ მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით, ლორთქიფანიძემ ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ სტუდენტების აქტიურობა ეამაყება. მარიკა ლორთქიფანიძის მიმართვა სოციალურ ქსელ faceebok-ით გავრცელდა.
"ჩვენო ახალგაზრდობავ, სტუდენტებო, მოსწავლეებო, მთელი გულით ვუერთდები თქვენს აქციებს, ვწუხვარ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, ვერ ვარ თქვენს გვერდით, როგორც ვიყავი ყოველთვის. მეამაყება თქვენი აქტიურობა უსამართლობის წინააღმდეგ. გირჩევთ, დაიცვათ ზომიერება, არ დაუშვათ პროვოკაციები", - აღნიშნავს ლორთქიფანიძე