პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს კულტურის სამინისტროს ჩიხთან ახალგაზრდებთან ერთად იმყოფება.
კუკავას განცხადებით, 9 წელი ელოდებოდნენ ამ დღეს და დღეიდან მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 6 000 პოლიციელის მობილიზება დასჭირდა, რომ იუსტიციის სახლთან მისასვლელი ყველა ჩიხი გადაეკეტა.
„მას საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების ეშინია“, - განაცხადა კუკავამ და აღნიშნა, რომ „დღეიდან მიხეილ სააკაშვილი არის დევნილი, ძებნილი, ძებნილი იმ დანაშაულებისათვის, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა.“