„საია“ და „სამართლიანი არჩევნები“  ხვალ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან

„საია“ და „სამართლიანი არჩევნები“ ხვალ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდში დაანონსებულ აქციას ხვალ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  დააკვირდება.

დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ,  რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 22 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და „სამართლიანი არჩევნები“  იმედოვნებენ,, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, ხოლო სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.