"დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსპიკერი, ბაკურ ბაკურაძე გია ნოდიას for.ge გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება. სადაც ნოდია 26 მაისს მომხდარ ფაქტებზე და მხვერპლზე მთელს პასუხისმგებლობას ოპოზიციას და აქციის ორგანიზატორებს აკისრებს.
„ამ მათხოვარ გია ნოდიას უსმინე. თურმე 26 მაისს ორგანიზატორებს დაუხოცია ხალხი. ეს გარეწარი როდის ამეტყველდა გახვრეტილი შაურიანი რომ არ ეგდო ჯიბეში და გაყალბებულ ეგზიტპოლებში აღებული ფულით რომ გამოიხედა თვალებში და შემდეგ მინისტრობა მიიღო! გარეწარო შენნაირების დრო აღარასოდეს დადგება ამ ქვეყანაში!“, - აცხადებს ბაკურაძე.
საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრმა, პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 26 მაისს მომხდარ ფაქტებზე და აქციის დაშლის დროს მხვერპლზე მთელს პასუხისმგებლობას ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორებს აკისრებს.