ხაშურის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

ხაშურის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

ხაშურის გამგებელი ნიკოლოზ სახვაძე თანამდებობიდან გადადგა. ნიკოლოზ სახვაძის განცხადება გადადგომის შესახებ,  საკრებულომ დააკმაყოფილა.

დროებითი მოვალეობის შემსრულებლად კი,  როინ მახარობლიძე დაინიშნა, რომელიც  ხაშურში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი იყო. 

ხაშურის გამგებლის გადადგომასთან დაკავშირებით,  გამგებლის თანაშემწემ გიორგი ჭყოიძემ და საკრებულოს წევრებმა,  უკომენტაროდ დატოვეს.

ხაშურის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ოფიციალური განცხადებას  ვერ გააკეთებს და თქვა, რომ  ოთარ ხაჩიძე  სამსახურში აღარ გამოცხადებულა.