სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ადვოკატებს დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველის აპარატს დაკავებული დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადვოკატები სალომე აბულაძე და მამუკა ნოზაძე დაუკავშირდნენ.
ადვოკატების განცხადებით, ისინი ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ადგილსამყოფელის დადგენას.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პირებს შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი არ იმყოფებიან სასჯელაღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში“, - აცხადებენ სახალხო დამცველში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაკავებულ პირებს კანონით მინიჭებული დაცვის უფლება არ უნდა დაერღვეთ.