პატიმართა წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ სახელისუფლებო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ამჯერად თანამდებობა მცხეთის გამგეობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ ხუხუნაიშვილმა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ხუხუნაიშვილის განცხადებით, ამ კადრების ნახვის შემდეგ, მუშაობის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
„დღევანდელი გამგეობები „ნაციონალური მოძრაობის“ საყრდენ პუნქტებად აღიქმება. ამ ფონზე რაც დღეს ხდება, მე არ მაქვს მორალური უფლება, რომ ვიღაცის თვალში „ნაციონალების“ დასაყრდენ ძალად მოვიაზრებოდე. გუშინ ჩემთვის ბოლო წვეთი იყო ბაჩო ახალაიას განცხადება, რომელმაც არაფერი იცოდა“,-აცხადებს ხუხუნაიშვილი.