ფილარმონიასთან აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ. აქციას მსახიობი მიშა მესხიც შეუერთდა.
მისი განცხადებით, ის არამხოლოდ იმას აპროტესტებს, რაც ამ დღეებში მოხდა არამედ, იმას, რაც 8 წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ნაძირლობებს ჩადიან და ეს რვა წლის განმავლობაში გრძელდება. მე ვაპროტესტებ აღნიშნულ ფაქტს და ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ადრე მეგონა, ახალგაზრდებს ყველაფერი სულ ერთად მიაჩნდათ, მაგრამ ეს თურმე ასე არ არის. მათ დაანახეს ყველას მათი რეალური ძალა, გამოაღვიძეს ქვეყანა. მინდა, ჩემს ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ყველა ქართველის სახეზე დავინახო ღიმილი, რადგან ჩვენ ბედნიერი ერი ვართ და ამის ღირსები ვართ“, - განაცხადა მესხმა.