თეა თუთბერიძე:  „არაუშავს -

თეა თუთბერიძე: „არაუშავს - "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!"

თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი, თეა თუთბერიძე სასჯეალაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

თუთებრიძე აცხადებსმ, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად  არ აპირებს გაწიროს ადამიანი,  რომელიც რადიკალურად საპირისპიროა იმ ბრალდებების, რაც მას წაუყენეს.

„არაუშავს - "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!" (ვერ ვიტან ლექსებით ციტირებას, მაგრამ ასეა). ვიღაცებმა არა, მაგრამ მე ხომ მაინც ვიცი, შენ როგორი "სადისტი", "მწამებელი", "მკვლელი" , "მოძალადე", "არაადამიანი" და "უგულო" ხარ? უნდათ დედა მაგინონ, უნდათ ჩამქოლონ, რაც უნდათ ის თქვან! მაგრამ მე სხვების მსგავსად არ მოვერიდები საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის უსამართლოდ გავწირო ადამიანი, რომელიც რადიკალურად საპირისპიროა იმ ბრალდებების რაც მას წაუყენეს!

არ-უნდა დაისაჯოს ბაჩო ახალაია!!! მე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას! დაფიქსირე შენც!“, - ნათქვამია თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ წერილში.