„არა ძალადობას“ - ფილარმონიასთან აქცია განახლდა

„არა ძალადობას“ - ფილარმონიასთან აქცია განახლდა

ფილარმონიასთან  საპროტესტო აქცია განახლდა.  აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს აპროტესტებენ. „არა ძალადობას“,  „სოლიდარობა პატიმრებს“,  „შეწყდეს ძალადობა“, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ისინი პროტესტს სასტვენებითაც   გამოხატავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით,  სასჯელაღსრულების ახალ მინისტრ გიორგი ტუღუშს სთხოვენ, ადვოკატები საპატიმროებში შაბათ-კვირასაც დაუშვან.

კოსტავას გამზირისა და მელიქიშვილის გამზირებზე მოძრავი ავტომობილები ასიგნალებენ და მძღოლები  აქციას სოლიდარობას ასე უცხადებენ.