შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკა ზღულაძემ ბაჩო ახალაიასგან თანამდებობრივი უფლებამოსილება გადაიბარა.
მათი შეხვედრის ამსახველი მცირე ვიდეომასალა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი განმარტავს, ზღულაძე, როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, მინიტრის მოვალეობას შეასრულებს და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.
ასევე აღნიშნა, რომ მისივე თქმით, შს მინისტრის თანამდებობა ისევ ვაკანტურია.